Sunday, 14 October 2018

რეფლექსიები

       დღე 1


     საინტერესოდ წარიმართა ტრენინგისპირველმა დღემ. კიდევ ერთხელ გავიაზრე პროექტის მნიშვნელობა. შევარჩიე პროექტი და მისი მიზანი, აქტუალურობა. ჩასატარებელი კლასები. დავიწყე გეგმის შევსება.
       დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.




       დღე 2

     საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის მეორე დღე. კიდევ ერთხელ გავიაზრე პროექტის მნიშვნელობა, ჩამოვაყალიბე პროექტის გეგმაში  საგნობრივი სტანდარტი, განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, დაწვრილებით გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. შევავსეთ ელ. ფოსტაზე მიმართულების მიმცემი კითხვები ჩვენი პროექტის შესაბამისად.
       დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.




      დღე 3

     საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის მესამე დღე. განვიხილეთ გეგმები, შევქმენით პრეზენტაცია ერთი მოსწავლის შესრულებული სამუშაო.

       დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.



        დღე 4


        მეოთხე  დღე  ჩვეულებისამებრ  საშინაო  დავალების  შემოწმებით  დავიწყეთ,შემდგომ  გადავედით  ახალ  მასალაზე,  რომლის  მიზანიც  გახლდათ   გაგვეცნო როგორ  უნდა  გამოგვეყენებინა  რუბრიკები,  ქულების  მინჭების   სქემები  და  ჩეკლისტები  პროექტზე  მუშაობისას.
        ვიცით,  რომ  პროექტების  შეფასება  მასწავლებლებს  ეხმარება შექმნას   21–ე   საუკუნის  უნარებზე  მორგებული   შეფასებები  და  მოიცავს  სტრატეგიებს,  რომლებიც  შეფასებებს   სწავლების   პროცესის  განუყოფელ  ნაწილად  აქცევს,  ხოლო  მოსწავლეებს  ეხმარება  საკითხის სიღრმისეულად  შესწავლაში.
         გავეცანით   შეფასების  სტრატეგიების  5   ძირითად  კატეგორიას  და მასზე  დაყრდნობით   შევქმენით   დროში   გაწერილი  შეფასების   გეგმა, რომელიც  მოვათავსეთ   პროექტის  გეგმის  შაბლონში.


          დღე 5

   განვიხილეთ დამატებითი ვიზუალური მასალის გადანაწილების პროცენტული რაოდენობები, გამოყენებული მასალის ციტირების წყაროები.
''ვისწავლეთ" ვებ-გვერდის ჩანიშნვა- მისი შემდგომი გამოყენებისათვის , შევიტანეთ პროექტის შაბლონში ჩვენს მიერ მონიშნული გვერდები რომელიც დაგვჭირდება პროექტის განხორციელებისათვის, ასევე '' ვისწავლეთ'' გადმოვიწერეთ ''Youtube"-დან ვიდეოები ჩვენი პროექტის შინაარსის მიხედვით.
სასწავლო ნიმუშების შექმნა - მასწავლებლებმა უნდა შექმნას მოსწავლის ნამუშევარი - ანუ მასწავლებელი მოსწავლის როლში,  იმისათვის რომ გაიგოს თუ რას და როგორ აფასებს საჭიროებებიდან გამომდინარე-განვიხილეთ შეფასებების რუბრიკები/ ბროშურები/



        დღე 6

    ინტელის ტრეინინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ და შევაფასეთ შესრულებული ნამუშევრები( რომელიც მოსწავლეების პოზიციიდან შევასრულეთ) ვისწავლეთ კომენტირება როგორც "Power Point"-ში, ასევე "word" - ის დოკუმენტში. განვიხილეთ შაბლონი , რომლის მიხედვითაც ხდება მოსწავლეთა ნამუშევრის შეფასება და შევადგინეთ ჩვენი შეფასების სქემა. ასევე ვიდეოს ჩასმა ბლოგზე "Youtube"-დან და "Power Point"-ში, რაც შემდეგ გამოვაქვეყნეთ. გავეცანით ბლოგის დიზაინის შემცვლელ ინსტრუმენტებს.



      დღე 7
      ინტელის ტრეინინგის მეშვიდე დღეს განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის : განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების სწავლების სწავლება , პროექტებით; სასწავლო პროექტი მეორე ენის შემსწავლელთათვის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლება განვიხილეთ დამხმარე მასალის მომზადების სხვადასხვა სახე "სუსტი" მოსწავლეების აქტივობაში ჩასართავად და შევქმენი ბროშურა. აქტივობაში ჩასართავად და შევქმენი ბროშურა. ტრენერის მიერ ახსნილი მასალის ათვისება არ გამჭირვებია. შეფასების რუბრიკების შექმნისას დამჭირდა მოსწავლის ნიმუშების კორექტირება





         დღე 8

    დღეს დავასრულე პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა: შევავსეთ შეფასების დროს ჩარჩო, რისთვისაც  შეფასების მოკლე მონახაზში ჩავწერეთ პროექტის მსვლელობისას გამოყენებული შეფასების სტრატეგიების შესახებ ვრცლად; ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების ტიპებზე და შესაბამის დავალებებზე, რა დროსაც განვიხილეთ დიფერენცირებული დავალებების ნიმუშები. ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, ჩემთვის ყველაფერი გასაგები და შესრულებადი იყო.  დიდი მადლობა ტრენერს.

No comments:

Post a Comment